მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა

9 May, 2020

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.

კორონავირუსის გავრცლების პრევენციის მიზნით, ფაშიმზე გამარჯვების დღე თელავის მუნიციპალიტეტში ღონისძიებებით არ აღინიშნება.

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 6 მონაწილეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250 ლარი ჩაერიცხა, მერის წარმომადგენლებმა კი მათ სასურსათო პაკეტები გადასცეს. ასევე, ბიზნესმენმა გიორგი მათურელმა ომის ვეტერანებს ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით გადასცა.

გარდა ამისა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისგან თითოეული მათგანი საჩუქრად 600 ლარს და მედიკამენტების შესაძენად 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

„მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი მათურელს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და ჩვენს ვეტერანებს 250 ლარით დახმარება გაუწია. ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ყევლა იმ ბიზნესმენს და მოხალისეს გადავუხადო მადლობა, რომლებიც გაჭირვებული მოსახლეობას ამ პერიოდში გვერდში უდგანან და ამ აქციებში აქტიურად მონაწილეობენ. ეს არის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი“, - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე. 

 

გააზიარე