მერიის მოხალისეთა ჯგუფები მონიტოტინგს განაგრძობენ

30 მარტი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეთა ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწმდება თავშეყრის ადგილები, მათ შორის ბანკები, საბანკო ტერმინალები, სასურსათო მაღაზიები, აგრარული ბაზარი და სხვა.

მოხალისეები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ და ობიექტებზე არსებულ რიგებს არეგულირებენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ:

● მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;

● გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;

● დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;

● თვითიზოლაციის საჭიროებისას  დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;

● დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს;

 

www.stopCoV.ge;

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: ☎️ 574 17 96 23

 

 

გააზიარე