მერიის მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტში მონიტორინგს ახორციელებენ

25 მარტი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდებიან.

მოწმდება თავშეყრის ადგილები, მათ შორის ბანკები, საბანკო ტერმინალები, სასურსათო მაღაზიები, აგრარული ბაზარი და სხვა.

მოხალისეები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ და ობიექტებზე არსებულ რიგებს არეგულირებენ.

ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის აგრარული ბაზრის სადეზინფექციო სამუშაოები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ:

> მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;

> გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;

> დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;

> თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;

> დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს;

www.stopCoV.ge;

www.telavi.gov.ge

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი: ☎️ 574 17 96 23

გააზიარე