ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

მეუფე დავითს საერო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის არქიტექტორთა კავშირის საპატიო წევრის სიგელი გადაეცა

14 იანვარი, 2022

თელავის ისტორიულ მუზეუმში არქიტექტორთა კავშირის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი დაესწრნენ.

არქიტექტორთა კავშირმა მეუფე დავითს საერო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის არქიტექტორთა კავშირის საპატიო წევრის სიგელი გადასცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

 

გააზიარე