მეხუთე სკოლის მოსაწვლეებმა საკრებულოს ინიციატივები წარუდგინეს

12 April, 2019

თელავის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილს შეხვდნენ და ოთხი ინიციატივა წარუდგინეს.


ახალგაზრდების ინიაციტივები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ეხება. „მოსწავლეებმა შეხვედროს დროს დააყენეს მეხუთე საჯარო სკოლის შესასვლელთან საგზაო ნიშნების მოწყობის; სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტების, ნაგვის ბუნკერების დამატებისა და სკოლის ეზოში რამდენიმე სავარჯიშო მოწყობილობის დამონტაჟების ინიციატივები. აღნიშნულ საკითხებს განვიხილავთ და ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში შევეცდებით მათ განხორციელებას“, - განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა .


ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:

გააზიარე