მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

13 ნოემბერი, 2019

მიწის რეგისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს, საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის - ირაკლი ქადაგიშვილის ინიციატივით, თელავის ტექნოპარკში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ - პლატონ კალმახელიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა - ბენო გეგეჭკორმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსმა - ვაჟა ლეშკაშელმა სოფლებში მერის წარმომადგენლებს ცვლილებებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.

 

გააზიარე