ცხელი ხაზი : +995(350)273106

მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება

განყოფილება ექვემდებარება გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს.
განყოფილების ფუნქციები:

  • მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია და უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
  • მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
  • მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
  • საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება;
  • დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა და შესრულებაზე კონტროლი;
  • შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
  • ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოება;
  • მერიის ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლი;
  • მუნიციპალიტეტის ვებ - გვერდის ადმინისტრირება;
  • მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება;
  • კომუნიკაციის უზრუნველყოფა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ასევე მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციის უზრუნველყოფა მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა იურიდიულ პირებთან;
  • მერიის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, თელავის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება;
  • მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის ორგანიზება და მერის წარმომადგენელთა მონიტორინგი;
  • მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • მერიის სტრუქტურულ ერთეულებში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;
  • საკრებულოსა და მერიაში არსებული საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურეობა.
     

მოქალაქეთა მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

✆ - 

✉ - 

 

გააზიარე