მოსახლეობისათვის სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

31 იანვარი, 2021

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შეჭირვებული მოსახლეობისათვის სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო.

 1 800 სასურსათო კალათი სხვადასხვა სოციალური კატეგორიის და საჭიროების მქონე ოჯახებზე გადანაწილდება.

 ცნობისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტი 3 ათასზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს გაზაფხულზეც გადასცა.

გააზიარე