ნაფარეულში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

8 ივლისი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 რეაბილიტაციის შედეგად, 554 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 461 260 ლარით ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი" ახორციელებს.

გააზიარე