ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

12 April, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა პროექტის - „საქართველოში არსებული არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების გავლენა მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე“ სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ ბუაჩიძემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული თანამედროვე სისტემების, საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების შესახებ. ასევე განხილულ იქნა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები, დაბინძურებული გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება და აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები.

გააზიარე