შიდა აუდიტის სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

  • მერიის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
  • ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
  • მერიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ადმინისტრაციული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
  • მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
  • მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის შესაბამისად დაცულობის შეფასება.

სამსახური, შესაბამისი მეორადი სტრუქტურული ერთეულების (განყოფილებების) მეშვეობით, ახორციელებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ხორციელდება შიდა აუდიტის განყოფილების მიერ – შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში ან/და რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების http://www.matsne.gov.ge 01025002035163016484 მიერ – ცალკე მონიტორინგის განხორციელების მეშვეობით.

სამსახური სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მათ ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას.

სამსახური ახორციელებს სხვა საქმიანობებს, რომლებიც გამომდინარეობს მერიის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ცალკეული ასპექტები და შიდამმართველობითი რეგულაციები, რაც დადგენილი არ არის საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, მათი მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებელია განისაზღვროს მერის ან/და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

შიდა აუდიტის სამსახური უფლეებამოსილია:

  • კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით);
  • მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი განმარტება მერიის სისტემაში შემავალი ყველა რგოლის მუშაკისა და თანამდებობის პირისგან, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან;
  • მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, განახორციელოს არაგეგმური აუდიტორული შემოწმება/მონიტორინგი მერიის ერთიან სისტემაში შემავალი მოსამსახურეების და თანამდებობის პირების მიერ დებულებით/წესდებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელების დროს, სამართალდარღვევათა შესაძლო არსებობისას, რომელიც ცნობილი გახდა ზეპირი/წერილობითი  ფორმით, მათ შორის, განცხადებებით, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებებით (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებებით და მასალებით, მასობრივ ინფორმაციულ საშუალებებში გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებებით ან სამსახურის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტებით;    
  • მიმართოს  შემოწმების ობიექტის ხელმძღვანელს უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით;
  • საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები სათანადო წესით და დაუკვეთოს შესაბამისი იურიდიული ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარება;
  • სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა ქმედებები.

შიდა აუდიტის სამსახური ვალდებულია:

  • დაიცვას „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
  • შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
  • უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს http://www.matsne.gov.ge 01025002035163016484 ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სამსახურის სტრუქტურაში შედის ორი განყოფილება:

ამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

თინათინ არაბული

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ - 577 75 43 33 
✉ - t.arabuli@telavi.gov.ge 

სამუშაო გამოცდილება

11.2018 - 31.01.2020 - აუდიტის განყოფილების უფროსი, თელავის მუნიციპალიტეტის მერია;
08.2012 - 11.2018 - სს "თიბისი ბანკი"-ს თელავის რეგიონალური ფილიალის უფროსი იურისტ-ადმინისტრატორი;
03.2012 - 08.2012 - საქართველო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თელავის სერვის ცენტრის ოფისმენეჯერი;
05.2011 - 12.2011 - საკადრო რეზერვი, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
06.2008 - 12.2008 - მიკროდაკრედიტების სპეციალისტი, ს.ს.,,ტაოპრივატ ბანკი".

 

განათლება

09.2003 - 06.2007 - თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იურისტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ბაკალავრი.

 

შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი

ლალი გოგიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია
✆ - 551 537363
✉ - lali.gogiashvili@telavi.gov.ge

აუდიტის ანყოფილებაში დასაქმებულია 2 უფროსი სპეციალისტი.

რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსი 

მარიამ ოქრუაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია 
✆ - 571 331 355
✉ - mariam.okruashvili@telavi.gov.ge

მონიტორინგის განყოფილებაში დასაქმებულია 1 უფროსი სპეციალისტი.

გააზიარე