ორმა კომისიამ ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმაში ცვლილებების პროექტი განიხილა

20 დეკემბერი, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიებმა გაერთიანებული სხდომა ჩაატარეს. კომისიების წევრებს თელავის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმაში ცვლილებების პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა წარუდგინა.

დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, სამოქმედო გეგმაში გაწერილია 2018-2019-2020 წლებში მუნიციპალური სახიფათო ნარჩენების მართვის ღონისძიებებში მონაწილეობა. ამ კუთხით 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში ღონისძიებები არ გატარებულა. როგორც ქსოვრელიშვილმა აღნიშნა, ნარჩენების მართვის კოდექსი სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემის შექმნისა და დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 600 ლარის ოდენობით, რის გამოც საჭიროა შევიდეს ცვლილება და მუნიციპალური სახიფათო ნარჩენების მართვის ღონისძიებები განხორციელდეს 2020-2021 წლებში, რათა თელავის მუნიციპალიტეტი არ დაჯარიმდეს.

ორივე კომისიამ მერიის მიერ ინიცირებულ პროქეტს მხარი დაუჭირა. 

   

გააზიარე