პარკი "ნადიკვრის" რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

15 ივნისი, 2020

თელავში პარკ "ნადიკვარზე" ფანჩატურებისა და ტერასების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კომპანია 2020 წლის ბოლომდე ნადიკვრის პარკში ახალ ფანჩატურებს და ტერასებს მოაწყობს.

სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 410 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე