ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფესტივალი - "თელავინო 2018".

5 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 5 ოქტომბერს თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018“ გაიმართა. ღონისძიება ქართული ღვინის დღეების - „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში ჩატარდა. პავილიონებში წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება. 
„კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიერ, 2014 წელს, დაფუძნებული ფესტივალი, ტრადიციულად რთველის მიწურულს იმართება და მისი მიზანი ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებაა.
 

ფოტოალბომი

გააზიარე