ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

,,რა? სად? როდის?,, გამარჯვებული ,,ელადა,, გახდა

26 May, 2021

თელავის ტექნოპარკში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?,, ფინალური შეხვედრა გაიმართა.

 ფინალურ თამაშში 9 გუნდი მონაწილეობდა.პირველი ადგილი დამოუკიდებელმა გუნდმა ,,ელადამ,, დაიკავა, გამარჯვებულ გუნდს მაღაზია ,,ბიბლუსის,, 700 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

 მეორე ადგილზე გასულ თელავის მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდს ,,404 ერორ,, მაღაზია ბიბლუსის,, 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

 მესამე ადგილი კი თელავის მეცხრე საჯარო სკოლის გუნდმა ,,აგორამ,, დაიკავა, რომელსაც ასევე მაღაზია ,,ბიბლუსის,, 300 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

წლის საუკეთესო მოაზროვნეებად ნინი ყარაულაშვილი და დაჩი ყარაულაშვილი დასახელდნენ, მათ მაღაზია ,,ბიბლუსის,, ფულადი ვაუჩერები გადაეცათ.

 ასევე, 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტსმენ ალექსანდრე ცისკარიშვილს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

გააზიარე