რუისპირში ახალი ჭაბურღილი მოეწყო

26 იანვარი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესების მიზნით ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165 473 ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ელეს,, ასრულებს.სოფელ რუისპირში უახლოეს მომავალში დამატებით კიდევ ერთი ჭაბურღილი მოეწყობა.

 

 

 

 

გააზიარე