ცხელი ხაზი : 0350 27 36 50

სააგიტაციო მასალების განთავსების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგილები განსაზღვრა

1 ოქტომბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების განთავსების მიზნით ადგილები განსაზღვრა.

წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, სააგიტაციო მასალის გასაკრავად (გამოსაფენად) განისაღვრა შემდეგი ადგილები:
• სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერი;
• სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური მესერი, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა. აგრეთვე, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი;
• სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე ან სხვა ბოძებზე - სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთან, სადენებთან და სხვა ელ-მოწყობილობებთან არაუმეტეს ერთი მეტრის სიახლოვისა.

ამ განკარგულებით განსაზღვრული ადგილების გარდა, სააგიტაციო მასალის გამოფენა შესაძლებელია შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. 

ამავე განკარგულების მიხედვით, აკრძალულია სააგიტაციო მასალების გაკვრა: საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობზე, საგზაო ნიშნებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.

გააზიარე