საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2019

სოფლის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

♦ სოფელ ბუშეტის ბაგა-ბაღში დასრულდა საკანალიზაციო გაყვანილობისა და ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება და ახალი ატრაქციონების მონტაჟი.

♦ კონდოლის ბაგა-ბაღში დასრულდა ეზოს შემოღობვა, შეიცვალა ჭიშკარი, მოეწყო ეზოს ატრაქციონები და საკანალიზაციო სისტემა.

♦ ვანთის ბაგა-ბაღში სამზარეულოს და სველი წერტილების სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

♦  შეიცვალა წინანდლის N1 და კისისხევის ბაგა-ბაღების სახურავები.

ბმული

 

გააზიარე