ცხელი ხაზი : 574 17 96 23

საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო

31 მარტი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო.

პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო კალათი საბავშვო ბაღების 3 146 აღსაზრდელს გადაეცემა.

კალათში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტებია მოთავსებული.

 

 

გააზიარე