ცხელი ხაზი : +995(350)273106

საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მორიგი ერთობლივი შეხვედრა ჩატარდა

17 ოქტომბერი, 2019

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მორიგი ერთობლივი შეხვედრა ჩატარდა. 

შეხვედრაზე თელავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა კი ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის პორველადი ვერსიის პრეზენტაცია გამართა, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებმა, გენდერული თანასწორობის საბჭომ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი ინიციატივები წარმოადგინეს.

სამუშაო შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს დეპუტატები, თელავის მერიის სამსახურების უფროსები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეებთან და საბიუჯეტო პროცესებში საკოორდინაციო და მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა.

 

გააზიარე