სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

15 April, 2020

თელავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სადარბაზოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.

მოირეცხა თელავის ცენტრალურ ქუჩები. სპეციალური ხსნარებით ინტენსიურ რეჟიმში მუშავდება ტროტუარები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ:

¤ მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;

¤ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;

¤ დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;

¤ თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;

¤ დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს.

 თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი:

☎️ 574 17 96 23

გააზიარე