საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

27 ნოემბერი, 2019

2019 წლის 27 ნოემბრიდან - 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადმოიბარებს.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს 4 პრიორიტეტი:
1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

გააზიარე