ცხელი ხაზი : +995(350)273106

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თალავში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

26 May, 2019

26 მაისი თელავში განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა:

თელავის ცენტრალური მოედანზე წარმოდგენილი იყო პავილიონები სადაც დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა როგორც ქართული ღვინისა და ქვევრის ისტორიასა და კულტურას, ასევე ქართულ სამზარეულოს. გამოფენილი იყო ხალხური რეწვისა და მცირე მარნების პროდუქცია.

ღონისძიების მთავარი დევიზის - „გააზიარე ცოდნა“ ფარგლებში, მოწყობილი იყო შემეცნებითი კუთხე.

მოქალაქეთა განსაკუთრებულ ყურადღებას ჯავშან-ტექნიკა და საქართველოს თავისუფლებისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა იპყრობდა.

დღის განმავლობაში მოქალაქეთა განწყობაზე ზრუნავდა ჯგუფი „მარტივი გამოსავალი“.

ზუსტად 17:10სთ-ზე - დამოუკიდებლობის აქტის მიღების ისტორიულ დროს - საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა - „წინანდალი“ და „პატარა კახი“.

საღამოს თელავის თეატრში „ქართული ხმების“ და ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართა.

 

 

გააზიარე