საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებმა თელავის მერიაში შეხვედრა გამართეს

7 ივნისი, 2021

საქართველოს მელიორაციის კახეთის რეგიონალური სამსახურის ზემო ალაზნის სერვისცენტრის უფროსი იოსებ გიგოლაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

 შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, სოფლებში სარწყავი სისტემების მუშაობასა და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

გააზიარე