ცხელი ხაზი : +995(350)273106

საკრებულომ სოციალურ პროგრამაში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

4 ოქტომბერი, 2019

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ჩაატარა. საკრებულომ  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამაში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. პროექტი ითვალისწინებს „ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგრაში“ ცვლილებებს. პროექტის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000-ის ჩათვლით, 100 ლარის ნაცვლად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით. 

ამასთან პროექტის თანახმად, ყველა იმ ოჯახზე, რომელმაც ულვე ისარგებლა აღნიშნული ქვეპროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000-ის ჩათვლით, თელავის მუნიციპლიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დამატებით გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.

რიგგარეშე სხდომაზე ასევე განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. პროექტის ძირითადი მიზანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების წლის ბოლომდე განსახორციელებლად თანხის მობილიზება.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს დადგენილებით, სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგარამას 150 ათასი ლარი დაემატა. გარდა ამისა, დამატებით 100 ათასი ლარი გამოიყო სამედიცინო და მედიკამენტით დახმარების ღონისძიებების განსახორციელებლად.

დეპუტატებმა ასევე ცნობად მიიღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ზაქარია ყარასაშვილის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა.

 

გააზიარე