ცხელი ხაზი : +995(350)273106

საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა

19 ივლისი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ სხდომა ჩაატარა. ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.

ბიურომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელიც უძრავი ქონების საპრივატიცაზიო ნუსხის დამტკიცებას ეხება, ცვლილებები შეიტანა.

საკრებულოს ბიუროს სხდომას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომა 2019 წლის 30 ივლისს, 12 საათზე გაიმართება, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავენ.

გააზიარე