საკრებულოს წევრებმა თელავში ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

4 აგვისტო, 2020

ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ლილუაშვილმა და ალაზანი-კავკასიონის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრმა ბესიკ ქოჩიშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში ტროტუარები ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩებზეც მოეწყო. არეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზამშენი 2005“ ასრულებს.

პროექტის განსახორციოელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 000 ლარია გამოყოფილი. 

 

  

  

გააზიარე