საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარება დაიწყეს

27 ოქტომბერი, 2019

                                                                                  

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა მოსახლეობისათვის წლიური ანგარიშის წარდგენა დაიწყეს. ნაფარეულისა და ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარმა დეპუტატებმა აბრამ მახარიაშვილმა და დავით გოგოშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს და 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.


შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. საკრებულოს წევრებმა მოსახლეობას სამომავლო გეგმებიც გააცნეს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოქალაქეების კითხვებს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ამომწურავად უპასუხეს. 

                                                                                                                                       


კანონის შესაბამისად, საკრებულოს ყველა წევრი საკუთარ ამომრჩეველს მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიშს წარუდგენს. წარმომადგენლობითი ორგანოს თითოეული წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა (http://www.telavi.gov.ge) განთავსებული.


 

გააზიარე