საკრებულოს მრიგი სხდომის დღის წესრიგი ცნობილია

1 ნოემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. საკრებულო თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მეწარმე ადამ აბალოიძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელებს.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ასევე განიხილავენ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შ.პ.ს. „საფეხბურთო კლუბი თელავისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, პირობიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.

დეპუტატები ასევე ცნობად მიიღებენ საკრებულოს წევრის გიგა მამუკელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას და შესაბამისად ფრაქცია „ჩვენი თელავის“ გაუქმებას, რადგან მამუკელაშვილი აღნიშნული ფრაქციის წევრი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ფრაქციის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს საკრებულოს მინიმუმ სამი წევრი, გიგა მაუკელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ფრაქციის წევრთა რაოდენობა 2-მდე შემცირდა, რის გამოც ფრაქცია“ჩვენი თელავი“ გაუქმდა.

 

 

გააზიარე