საკრებულოს პროპორციული სიით არჩეულმა წევრებმა წლიური ანგარიში წარადგინეს

29 ოქტომბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპირციული სიით არჩეულმა წევრებმა  წლიური ანგარიში წარადგინეს.

არჩილ თხლაშიძემ, ლევან ლილუაშვილმა, დავით ღაღანიძემ, ნანა ხვისტანმა, ლევან კოჭლოშვილმა, ტიტე დარეჯანიშვილმა, ალექსანდრე შათირიშვილმა, არჩილ თვალიაშვილმა, ლელა მენთეშაშვილმა, ბაადურ რევაზიშვილმა, ალექსანდრე კუპატაძემ და ალექსი ძულიაშვილმა 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და საკრებულოს სხდომებზე მათ მიერ დაყენებული ინიციატივების შესახებ გაამახვილეს ყურადღება.

საკრებულოს წევრებმა შესრულებულ ვალდებულებებთან და განხორციელებულ პროექტებთან ერთად, იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრეს, რომლებიც მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს.

წარმომადგენლობითი ორგანოს თითოეული წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა (http://www.telavi.gov.ge) განთავსებული.  

 

გააზიარე