საკრებულოში ფრაქცია „ძლიერი სოფლის“ სხდომა ჩატარდა

22 ნოემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ძლიერი სოფლის“ დღევანდელ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს. „ძლიერის სოფლის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კუპტაძე აცხადებს, რომ ფრაქციამ მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და შენიშვნები მოამზადა.

წარმომადგენლობითი ორგანო ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს მერიას 25 ნოემბრამდე წარუდგენს. თელავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით 24 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

სხდომას ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ. 

  

გააზიარე