ცხელი ხაზი : +995(350)273106

სამამულო ომის ვეტერანი შალვა კუპატაძე 101 წლის გახდა

20 იანვარი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები სამამულო ომის ვეტერანი შალვა კუპატაძე 101 წლის გახდა.

ვეტერანს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და საჩუქრად ტელევიზორი გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა გიორგი ენუქიძემ, მერის წარმომადგენელმა ვალერი აბრამიშვილმა და დეპუტატმა გიორგი ქიზიყელაშვილმა.

 

 

 

გააზიარე