სამანდატო-საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

22 იანვარი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო-სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე განიხილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცებას, მერიის დებულებასა და მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმებში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

„ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იავრის 27-ე განკარგულების თანახმად, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტმა უნდა შეისყიდოს საქონელი, მომსახურება და სამუშაოები, რომლის განხორციელების ფინანსური საფუძველია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი.

ნორმატიული აქტის კიდევ ერთი პროექტი ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-12 მუხლში ცვლილების შეტანას, რომელი უკავშირდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორატული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები.

მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმებში ცვლილების შეტანა კი უკავშირდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც 2019 წლის დეკემბერში ამოქმედდა.

საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა ნორმატიული აქტების პროექტები წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

  

გააზიარე