სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

21 ივლისი, 2020

2020 წლის 21 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს.

კომისიის წევრები განიხილავენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, მიხეილ გრემელაშვილისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს და წარმომადგენლობითი ორაგნოს თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც  სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ დადგენილების მიღებას ითვალისწინებს.  

კომისიის სხდომა 14 საათზე ჩაინიშნა.

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე