ცხელი ხაზი : +995(350)273106

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ვ“ ქვეპუნქტის, 861 -ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტში შექმნილია თელავის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

  • შოთა ნარეკლიშვილი - თელავის მუნიციპალიტეტის მერი - საბჭოს თავმჯდომარე;
  • ნათია ქარჩაიძე - საქართველოს ბანკის რეგიონალური მენეჯერი - საბჭოს წევრი; 
  • ნანა ათუაშვილი - ორგანიზაცია ,,World Vision” კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი - საბჭოს წევრი;
  • ნინო პაატაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
  • თენგიზ კუკუნაშვილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - საბჭოს წევრი;
  • კონსტანტინე დოლიძე - ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი ,,პრესტიჟის“ დირექტორი - საბჭოს წევრი;
  • ნიკოლოზ შარვაშიძე - აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის რეგიონალური კოორდინატორი - საბჭოს წევრი;
  • ასმათ ღვინიაშვილი - ორგანიზაცია ,,World Vision”-ის სოციალური მუშაკი - საბჭოს წევრი;
  • სოფიკო ტაბატაძე - კოოპერატივი „თაფლიანის “ ხელმძღვანელი- საბჭოს წევრი;
  • დავით ღონღაძე - საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ თელავის ოფისის დირექტორი - საბჭოს წევრი;
  • ნინო შამანაური - საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ თელავის ოფისის სოციალური მუშაკი - საბჭოს წევრი;
  • ნინო აფციაური - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - საბჭოს წევრი;
  • ნინო ჭიჭიკოშვილი - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - საბჭოს წევრი.

საბჭოს მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა და თელავის მუნიციპალიტეტის მერის საჯარო ფუნქციების წარმატებით შესრულებაში ხელშეწყობა.

გააზიარე