ცხელი ხაზი : +995(350)273106

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა ჩატარდა

10 აგვისტო, 2019

09-10 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე, მერიის სამსახურების უფროსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მრჩეველთა საბჭოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები და 2020 წლის პრიორიტეტები გააცნეს, ისაუბრეს ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესზე და არსებულ გამოწვევებზე.

სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საბჭოს ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით, შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინა, რაც მოწონებულ იქნა როგორც მერიის წარმომადგენლების, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან.

ალბომი

გააზიარე