სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

27 ივლისი, 2019

26 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის და თელავის ცენტრალური მოედნის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა მოეწყო. საბჭოს პრეზენტაცია გენ. გეგმის ავტორმა ვახტანგ კასრელიშვილმა წარუდგინა. საკითხის განხილვას იტალიის ქალაქ მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, დაგეგმარების სპეციალისტები - ჯუზეპე ბონფანტინი და პატრიცია გაბელანი ესწრებოდნენ. განაშენიანების და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები საბჭომ დადებითად შეაფასა.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესში საბჭოს ჩართულობის შესახებ. დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრა, სადაც მოწვეული იქნებიან მერიის სამსახურების უფროსები, რომელთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების საფუძველზე მომზადდება საბჭოს რეკომენდაციები.

მრჩეველთა საბჭო შეეხო მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების განათლების დაფინანსების საკითხს, რაზედაც იმსჯელებს მომდევნო რიგგარეშე სხდომაზე და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს.

ალბომი

 

გააზიარე