ცხელი ხაზი : +995(350)273106

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციებია:

  • მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
  • მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
  • სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;
  • აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
  • რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
  • 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
  • მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა;
  • სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;
  • სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სამართლებრივ აქტებს;
  • საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.


  •  
სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

✆ -

 

სამუშაო გამოცდილება

 

განათლება

 

 

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში დასაქმებულია 4 უფროსი სპეციალისტი, 4 - უმცროსი სპეციალისტი.

 

გააზიარე