სანიორეში საჯარო სკოლის სველი წერტილების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

23 ივლისი, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის სანიორის კორპუსში სველი წერტილების  მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი გულისხმობს სველი წერტილების, მათ შორის შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილის შენობის შიგნით განთავსებას.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ი/მ აკაკი ხუტიძე ასრულებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 36 082ლარს შეადგენს.

 

გააზიარე