საფინანსო კომისიამ ბიუჯეტში მოსალოდნელი ცვლილებები განიხილა

25 ივლისი, 2019

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა ჩაატარა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილებების მიზანია კისისხევისა და თურდოს ხევების კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოებისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა, ასევე სოფელ თეთრიწყლებში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოების განხორციელებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოსადგომის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფა.

ცვლილებების პროექტს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

გააზიარე