საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

22 ნოემბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი კომისიის წევრებს წარუდგინა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.

ნათია ვაყელიშვილის განცხადებით, მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტით 24 548 100 ლარია გათვალისწინებული და 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 3 მილიონი ლარით არის გაზრდილი. კომისიამ 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და შენიშვნები მოამზადა.

საკრებულო ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივ რეკომენდაციებს მერიას 25 ნოემბრამდე გაუგზავნის. 

           

გააზიარე