სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დაწყება მოსწავლეებმა სიმბოლური გარბენით აღნიშნეს

29 სექტემბერი, 2019

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას თელავიც შეუერთდა.

ქალაქის ცენტრში შეკრებილმა სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადის დაწყება სიმბოლური გარბენით აღნიშნეს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის მუნიციპალური ეტაპი ოქტომბერში დაიწყება და ივნისში დასრულდება. 

ოლიმპიადის მხარდამჭერია თელავის მუნიციპლაიტეტის მერია.

 

გააზიარე