ცხელი ხაზი : 574 17 96 23

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიები ფერმერებს მოემსახურება

23 April, 2020

რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, 22 აპრილიდან, დილის 06:00-დან 08:00 საათამდე, ხოლო საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე ფერმერებსა და მევენახეებს გადაადგილების საშუალება მიეცათ.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (შხამ-ქიმიკატების) მაღაზიაში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიები იხსნება ფერმერებისთვის ხელსაყრელ დროს, რათა მათ რეგულაციების ფარგლებში შეძლონ სასუქისა თუ ვენახის შესაწამლად აუცილებელი პრეპარატების შეძენა.

იხილეთ ბმული

გააზიარე