ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N10 დადგენილების - "თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ"  თანახმად,

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე შშმ პირთა 18 წლამდე შვილებზე, თითოეულ მათგანზე ყოველთვიურად გაიცემა ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით.
პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის, ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილის – შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი;
ბ) პროგრამაში მონაწილე ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
გ) დახმარების მიმღები მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ქსეროასლი.

 

ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის თანადაფინანსება განხორციელდება შემდეგნაირად:
  • მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებზე, დევნილებზე, შშ სტატუსისმქონე18წლამდე ასაკის ბავშვებზე, 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვებზე, მარტოხელა მშობლებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი დამეტიშვილიდარომელთასარეიტინგო ქულაარაღემატება 200000-ს,ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება თითოეულ ოჯახზე 8 ლარის ოდენობით. დახმარების მიმღები აუცილებელია იყოს თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე; 
  • პროგრამაში ჩასართავად საჭიროა:
  1. განცხადება;  პირადობის მოწმობის ასლი;
  2. სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
  3. ელექტროენერგიის ქვითარი;
  4. ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.

იხ.დადგენილება

გააზიარე