შოთა ნარეკლიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

6 May, 2021

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ,,სინოფარმის,, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

მერმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გზაა კორონავირუსის დასამარცხებლად და მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა.

,,დღესდღეობით, ერთადერთი და სწრაფი გზა, რათა შევაჩეროთ კოვიდ პანდემია, არის ვაქცინაცია. მე დღეს ჩავიტარე აღნიშნული აცრა და მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დროულად დარეგისტრირდნენ და აიცრან.,, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

გააზიარე