ცხელი ხაზი : +995(350)273106

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება უზრუნველყოფს:

  •  მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
     დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
     დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
     დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
     გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
     მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
     მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
     მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
     წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
     საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
     მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.


  •  


სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება შედის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში.

 

 

სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი

 

 

 

მალხაზ ბაღუაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

☎ - 593 131863

 

გააზიარე