ცხელი ხაზი : +995(350)273106

სოციალური პროგრამები

მრავალშვილიან ოჯახების დახმარების პროგრამა

ბიოგრაფია
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებული) მრავალშვილიან ოჯახებში, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით.
პროგრამაში ჩასართავად საჭირო დოკუმენტაცია:
ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
დახურვა

ახალშობილთა დახმარების პროგრამა

ბიოგრაფია
.თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალდაბადებულთა ოჯახებზე პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაიცეს ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში ერთჯერადად შემდეგი სახით:
ა) ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ქულას, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე - 250 ლარის ოდენობით, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში - 400 ლარის ოდენობით, ხოლო სამი ტყიპოს დაბადენის შემთხვევაში - 600 ლარის ოდენობით;
ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი / ასლები.
გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში მშობლის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი,
დ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულათა შესახებ
ე) ერთ-ერთი მშობლის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ნომერი
დახურვა

ბავშვთა დახმარების პროგრამა

ბიოგრაფია
სსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე შვილებზე, კერძოდ თითოეულ მათგანზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით.
პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ:
ა) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ბ) შესაბამისი სტატუსის მქონე მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დახურვა

სარიტუალო მომსახურების პროგრამა

ბიოგრაფია
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ (სამაჩაბლო-აფხაზეთი) და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) ვეტერანის და დევნილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:
ა.ა. განცხადება;
ა.ბ. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ. საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.დ. გარდაცვალების მოწმობა;
ა.ე. სტატუსის დამადასტურებელი საბუთი
ბ) უპატრონო მიცვალებულთან დაკავშირებით:
ბ.ა. განცხადება
ბ.ბ. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი
ბ.გ. მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი უპატრონოა;
ბ.დ. განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე. გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობა;
ბ.ვ უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, გარდაცვლილის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

დახურვა

სადღესასწაულო დახმარების პროგრამა

ბიოგრაფია
საერო, რელიგიურ და სხვა დღესასწაულებზე სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის სასაჩუქრე ამანათების გაცემა, (მათშორის ფულადი) და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა.
როგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია:
ა) მრავალშვილიანი ოჯახები (18 წლამდე ასაკის) რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს;
ბ) უდედმამო ბავშვები;
გ) 100 წელს გადაცილებული მოხუცები;
დ) მკვეთრად შეზღუდული შესალებლობების მქონე პირები;
ე) შშ სტატუსის მქონე ბავშვები;
ვ) ომის მონაწილეები;
ზ)ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპუთა 18 წლამდე ასაკის შვილები;
თ) 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა იჯახები;
ი) იძულებით გადაადგილებული პირები;
კ) სოციალურად დაუცველი ოჯახები;
ლ) მარტოხელა მშობლები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები;
კ) მარჩენალდაკარგული ოჯახები (18 წლამდე ასაკის);
ლ) ახალშობილთა ოჯახები.
დახურვა

სეზონური სათბობით უზრუნველყოფის პროგრამა

ბიოგრაფია
სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსება მოხდეს - აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბერის, ნოემბერის და დეკემბერის თვეში, წლის განმავლობაში ერთჯერადად შემდეგი სახით:
ა) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფიმ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით;
ბ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფმოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით;
გ) განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა:
გ.ა.პირადობის მოწმობის ასლი;
გ.ბ. სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულათა შესახებ;
გ.გ საბანკო ანგარიშის ნომერი.

დახურვა

ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პროგრამა

ბიოგრაფია
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის თანადაფინანსება განხორციელდეს შემდეგნაირად:
მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებზე; დევნილებზე; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე; 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვებზე; მარტოხელა მშობლებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახების 18 წლამდე ასაკის შვილებზე; მრავალშვილიან ოჯახებზე, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსება თითოეულ ოჯახზე 8 ლარის ოდენობით. დახმარების მიმღები აუცილებელია იყოს თელავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. ანგარიშსწორება მოხდება ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე;
ბ) პროგრამაში ჩასართავად საჭიროა:
ბ.ა. განცხადება;
ბ.ბ. პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ. სტატუსის დამადასტურებელი საბუთი;
ბ.დ. ელექტროენერგიის ქვითარი;
ბ.ე. ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
დახურვა

საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფა

ბიოგრაფია
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომლებსაც აქვთ უვარგისი საცხოვრებელი, სადაც ცხოვრება შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს, მათ ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს დროებით საცხოვრებელის ქირით უზრუნველყოფა , ქირის საფასურის გადახდით თვეში 100 ლარის ფარგლებში.
ქვეპრიგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფია: ა) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირთა ოჯახები, პირები, რომლებიც გასული არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო 1 წლის განმავლობაში;
ბ) რეგისტრაციის არმქონე პირები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც ბოლო 5 წლის მანძილზე ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტში
პროგრამაში ჩასართავად საჭიროა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ქულების შესახებ;
დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
ე ) სხვა მუნიციპალიტეტში რეგიდტრირებული პირების შემთხვევაში ასევე წარმოსადგენია მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და 2 მოწმის (მეზობელი) ჩვენება, რომლითაც დადასტურდება ბენეფიციარის ბოლო 5 წლის მანძილზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი.
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
დახურვა

სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა

ბიოგრაფია
ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად და მოსარგებლე სამიზნე ჯგუფია: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტიური საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულილები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები;
დაფინანსების ოდენობა განისაღვრება:
ა) პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 80 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;
ბ) მაგნიტურ-რეზონანსური და კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში, დაფინანსება მოხდება 300 ლარის ფარგლებში 100%-ით;
გ) თუ პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 4000 ლარს, დაფინანსება მოხდება 1500 ლარის ოდენობით;
დ) ქვეპროგრამის მოქმედება აგრეთვე გავრცელდეს იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც არ განეკუთვნება ქვეპროგრამით გათვალისწინებულ არც ერთ სამიზნე ჯგუფს, მაგრამ განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას, საჭიროებენ დახმარებას და პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 1500 ლარს. ასეთი კატეგორიის ბენეფიციარებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისია. დაფინანსება განხორციელდეს პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 80 %-ის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 1500ლარის ოდენობით;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბენეფიციარის ან მისი წამომადგენლის განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა)
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულების შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
ზ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან ჯერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია;
.
დახურვა

მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა

ბიოგრაფია
ქვეპროგრამით სარგებლობაშეუძლიათ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ფაქტიური საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს ; თელავუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები.
დაფინანსება შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად
დაფინანსების ოდენობა განისაღვრება 300 ლარის ფარგლებში 100%-ით:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროებიდან გამომდინარე) ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა)
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზარში რეგიტრაციის არქონის შესახებ;
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია;

დახურვა

ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა ქვეპროგრამა

ბიოგრაფია
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ან/და მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისდაფინანსებას. სარგებლობა შეუძლიათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული ტანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს, ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, სხვადასხვა სახის სამედიცინო (სტაციონალური, ოპერაციული ან/და ამბულატორიაული) მომსახურების ან/და მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დასაფინანსებლად;

წარსადგენი დოკუმენტაცია
ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროებიდან გამომდინარე) ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა)
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზარში რეგიტრაციის არქონის შესახებ;
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია;
დახურვა

დიალეზის მკურნალობის უზრუნველყოფის პროგრამა

ბიოგრაფია
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება გაიცემა, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებზე. თანხის ოდენობა განისაზღვრება დასახლებების ზონირების შესაბამისად. წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა NIV-100/ა);
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია.
დახურვა

ბიოგრაფია
დახურვა

ბიოგრაფია
დახურვა