ცხელი ხაზი : +995(350)273106

სოფელ კონდოლში მინი სტადიონი გაიხსნა

28 ოქტომბერი, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მინი სტადიონი გაიხსნა. ფეხბურთის მინი მოედანი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა და კონდოლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა წაწალაშვილმა გახსნეს. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

„თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და სპორტის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ სოფელ კონდოლში მინი მოედანი მოეწყო. პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ახალგაზრდა სპორტით კიდევ უფრო დაინტერსდება“, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა.

ახლადგახსნილ მინი სტადიონზე, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ფეხბურთის მატჩი გაიმართა, სადაც სოფლების კონდოლისა და რუისპირის საჯარო სკოლების გოგონათა გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეჯიბრის გამარჯვებული, რომელიც პენალტების სერიამ გამოავლინა, რუისპირის სკოლის გუნდი გახდა. 

გააზიარე