სოფელ ლალისყურს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა

21 May, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ჩატარებული გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სოფელ ლალისყურს სასმელი წყლის მიწოდება სრულად აღუდგა.

გაიწმინდა წყლის სათავე და მდინარე სტორის კალაპოტი. ასევე, შეცვლილია სათავე ნაგებობასთან არსებული დაახლოებით 80 მეტრი სიგრძის სასმელი წყლის მილი, რომელიც სტიქიის დროს მეწყერმა დააზიანა.

ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და ლალისყურს სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

 

გააზიარე