ცხელი ხაზი : 574 17 96 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

19 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მორიგი შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აკურაში, ვანთაში, ბუშეტსა და ქვემო ხოდაშენში გაიმართა.

შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 აკურაში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხად გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დაასახელეს.

ვანთაში პრიორიტეტულ საკითხებად საბავშვო ბაღის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დასახელდა.

ბუშეტის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და სასაფლაოსკენ მიმავალი გზის მოწესრიგება დაასახელა.

ქვემო ხოდაშენში კი ადგილობრივების გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, ასევე სოფლის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დასახელდა.

 

გააზიარე